18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
უვადო მოსამართლეობის მსურველები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რაც კეთილსინდისიერ მსაჯულს უნდა ჰქონდეს - მესამე სექტორი

პარლამენტთან დაანონსებულ აქციებს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც უერთდებიან. ისინი დღეს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს იურიდულ კომიტეტს გადაუგზავნიან.

დოკუმენტში კონკრეტულად იქნება საუბარი იმაზე, თუ რატომ არის მიუღებელი აღნიშნული კანდიდატები მათთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, უვადო მოსამართლეობის მსურველები ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც კეთილსინდისიერ მსჯულს უნდა ჰქონდეს.

"კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და შეხედულება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს წერილობითი სახით წარვუდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და იმედი გვაქვს, როგორც კომიტეტის სხდომაზე, ასევე სხდომის შემდგომაც სათანადოდ აისახება ჩვენს მიერ წარდგენილი შეფასებები კანდიდატთა კენჭისყრის შედეგზე.

ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ გამჭვირვალედ მიმდინარეობდა საკომიტეტო მოსმენები და ეს იყო მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც იმედია მომავალში ტრადიციად იქცევა," - განაცხადა კოალიციის წევრმა, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები