18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"მწვანე სკოლის" ხელმძღვანელობა დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას აკეთებს

"მწვანე სკოლის" ხელმძღვანელობა დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - სკოლის ერთ-ერთმა დირექტორმა ბაკურ სულაკაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"სკოლას საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში "ჩაუშვა". სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება "ჩაშვება" არ არის. შინაგანაწესი სკოლას ავალდებულებს, ასეთ სიტუაციებში პოლიციას მიმართოს," - წერს ბაკურ სულაკაური.

"ყველა ფიქრი ამ წუთას მიმართულია ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ. სკოლის სამსახური ეცადა იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ შევძელით და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. რამდენიმესაათიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა წარწერების ავტორის ვინაობა,"-აცხადებს "მწვანე სკოლის" დამფუძნებელი კახა დავითური.

ოჯახი კი ისევ ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც მან, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. 

საქმეში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც დაშავებული მოზარდის ინტერესებს იცავს. 

"როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა იძულება, სხვადასხვა სახის მუქარა, რომ ეღიარებინა ქმედება, რომელიც მისი განმარტებით, მას არ ჩაუდენია. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქმისთვის, რადგან მთავარია, პოლიციის მხრიდან ნამდვილად იყო თუ არა ძალადობა არასრულწლოვანზე,"- აცხადებს იურისტი რეზო აჭარაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები