03 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი - ლიბანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ლიბანში შეტაკებები გრძელდება. ბეირუთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინეს.

სამართალდამცველებმა მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

საპროტესტო გამოსვლები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. ლიბანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს უნდა დაასახელოს.

დღის ამბები