04 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა

მასშტაბური საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში. ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, ლას ვეგასში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ბოსტონსა და სხვა დიდ ქალაქებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა დემონსტრაციები გაიმართა. წარმომადგენელთა პალატაში დღესვე იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრაა დაგეგმილი.

დემოკრატები თეთრი სახლის ლიდერს ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, ტრამპმა ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების სანაცვლოდ უკრაინის პირველ პირს ფინანსური დახმარება აღუთქვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

დღის ამბები