ბათუმში დაჭრილ პოლიციელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოთარ თავართქილაძეს ორი ჭრილობა ჰქონდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
"აღენიშნება ორი ჭრილობა. ერთი კისრის და მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა. კისრის არეში ჭრილობა იყო ღრმა. პაციენტი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კონსტანტინე ანანიშვილის განცხადებით, მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცველის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.
"ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს შეაჩერა მოქალაქემ, როდესაც პატრულ ინსპექტორი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მას მოულოდნელად ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა ყელის არეში. მეწყვილეს მიერ აღნიშნული პირი ადგილზე იქნა დააკვებული," - აღნიშნა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მოინახულეს.