18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დიდხანს არ დარჩება - ოკუპირებული ცხინვალის "ყოფილი დეპუტატი"

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელხესაევი მიიჩნევს, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დიდხანს არ დარჩება.

ქელეხსაევმა აღნიშნა, რომ ამ ვარაუდის საფუძველს დატყვევებული და შემდეგ გათავისუფლებული ადამიანების სტატისტიკა იძლევა. 

"ვფიქრობ, რომ ის პატიმრობაში დიდხანს არ დარჩება, ამაზე ჩვენი სტატისტიკა მეტყველებს. მაგალითად, 2013 წლის 17 ნოემბერს უმაღლესმა სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა თეიმურაზ ჯერკოვს, რომელიც 2008 წელს დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მუშაობდა. თვენახევარში ის ლეონიდ თიბილოვმა შეიწყალა და ახალ წელს სახლში შეხვდა. აშკარაა, რომ ექიმი გაფრინდაშვილის შეწყალებას ჟენევის დისკურსიებში ჩვენი რუსი პარტნიორები და კოლეგები ითხოვენ. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას - ისინი ფეთქებადი არიან, თუმცა დამთმობნი. დასანანია, რომ როდესაც ჩვენთან ადამიანს იჭერენ, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, ხოლო როდესაც ათავისუფლებენ, ამას არავინ იმჩნევს,"- განაცხადა როლანდ ქელხესაევმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. 20 დეკემბერს  მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები