ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატს პროკურატურაში დღეს სარჩელი შეაქვს. ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ საქმიდან მის ჩამოსაშორებლად ზეწოლა მიმდინარეობს და პროკურატურისგან ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
დღესვე საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდის სასამართლო პროცესი შედგება. უფლებადამცველი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიმდინარე საქმე პოლიტიკურია და მიხეილ კალანდია დამნაშავე არ არის.
"მტკიცებულებები წარმოდგენილია სათანადო ხარისხის, დაცვის უფლების განხორციელების ხელის შეშლის, მუქარის და შანტაჟის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემს მიმართ,"- განაცხადა თოდუამ.