04 მაისი 2024,   03:48
ვრცლად
ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის - ენერგოომბუდსმენი

ენერგოობუდსმენის სალომე ვარდიაშვილის  განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან არსებობს საფუძვლები და მთელი რიგი წინაპირობები.

სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, "თბილისი ენერჯის" ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, დაწყებულია სატარიფო საქმის წარმოება.

"თვალს ვადევნებ, მაქვს ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოთხოვლი აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. ახლა ფაქტობრივად დათვლილია ყველა კომპონენტი, შესწავლილია ყველა ის ძირითადი მომენტი, რაც აუცილებელია ტარიფის დასადგენად. წინასწარ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

დღის ამბები