17 სექტემბერი 2026,   05:06
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი გამოძიების არაკვალიფიციურობაზე და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს

მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება დღეს მიხეილ კალანდიას პროცესიც. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს მომდევნო სხდომაზე აპირებს საქმეში ჩართული კონკრეტული პირების - ექსპერტებისა და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ საქმის გამოძიების დროს ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა, იყო პროცედურული გადაცდომებიც და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

"მტკიცებულება პირდაპირი, რომელიც დაადასტურებდა შერაცხულობას არ არსებობს. უფრო მეტიც, გამოიკვეთა გამოძიების მიერ დაშვებული უამრავი შეცდომები. არაკვალიფიციურად, არასათანადოდ და არაჯეროვნად ჩატარდა უპირველესი მოქმედებები.

მე შემიძლია ფაქტობრივად მოვითხოვო იმ სამართალდამცავი ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებმაც თავიანთი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულეს," - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები