დღეს, საქალაქო სასამართლოში "თიბისი" ბანკის დამფუძნებლების პროცესი გაიმართება, სადაც სასამართლოზე მოწმეებს დაკითხავენ.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს. თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 16 მილიონზე.
თუ რაზე იქნება სასამართლო პროცესზე გამახვილებული ძირითადი ყურადღება ამ გარკვეულ დეტალებზე პროკურორი გიორგი მიქავა საუბრობს.
"აღნიშნული მოწმე ისაუბრებს თემატური რევიზიის აქტში გაკეთებული დასკვნების შესახებ, კერძოდ, რამდენად ჰქონდათ უფლება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ბანკიდან სესხი აეღოთ. ასევე, საუბარი იქნება იმაზე თუ რამდენად სწორად მოხდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება," - განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე