ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა.
ოჯახის წევრებმა, 35 წლის ქალი, 3 მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სოფლის რწმუნებული დემნა ხუბუა მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობს.
"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ ვიცი მიზეზი, ოჯახის წევრებმა იპოვეს ბოსელში ჩამომხრჩვალი, სხვა არაფერი ვიცი," - აღნიშნა დემნა ხუბუამ.
გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უმცროსი წლის და 2 თვისაა.
ზუგდიდში გუშინ გავრცელებულ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს.
გარდაცვლილი ეკა მიქავას მამის თქმით, სავარაუდოდ, მის შვილზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა, რამაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.
განსხვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილის ძმას ნუკრი მიქავას, რომლის თქმითაც, მის დას სხეულზე დაზიანებები აქვს. ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ ის ჯერ სცემეს და შემდეგ ჩამოკიდეს.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მომდინარეობს.