საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას აკეთებს ოფიციალური თბილისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები არიან.
"თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომ შეზღუდულია სამწუხაროდ სწორად საოკუპაციო ხაზთან არსებულ მონაკვეთებზე, ახალი არ არის. ჩვენ ამ საკითხე მუდმივად ვსაუბრობთ ყველა შესაძლო ფორმატში.
კიდევ ერთი დადასტურება, თუ რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში იქნება თუ სხვადასხავა ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების კონტექსტში, ალბათ გუშინდელი დღე ამის დადასტუებაა.
მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ამას ვადასტურებთ, თავისუფალი გადაადგილების უფლება ისევ შეზღუდულია და ეს ისევ მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი ატარებენ," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, სოფელ ქარძმანთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვას 30 დეკემბერს გეგმავს. მარიონეტული რეჟიმის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი 2020 წლის 4 იანვარს გაიხსნება.