17 სექტემბერი 2026,   06:03
ვრცლად
რუსთაველზე დაკავებულების ადვოკატების თქმით, ნოდარ რუხაძეს და გიორგი მუმლაძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

რუსთაველზე დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ წუხელ 9 პირი დააკავა. 

მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ადვოკატების თქმით, ნოდარ რუხაძესა და გიორგი მუმლაძეს  ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, დაკავებულებს შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასიალაიაც.

აქციაზე ერთი დაშავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველი შოთა კახიძე აცხადებს, რომ დაკავებული პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

"დაკავებულები მშვიდობიანად აპროტესტებდნენ პარლამენტის წინ კარვების აღებას და ატრაქციონების დადგმას, რა დროსაც ისინი უკანონოდ დააკავეს. დაკავებულები  ბრალს არ აღიარებენ," - განაცხადა შოთა კახიძემ.

ადვოკატ თორნიკე უსტარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც ადვოკატი ამბობს, გიორგი მუმლაძე ერთადერთია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

დღის ამბები