მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის, ნოდარ რუხაძის სასამართლო პროცესი რვა იანვრამდე გადაიდო.
ნოდარ რუხაძე პოლიციამ წუხელ, რუსთაველის გამზირზე დააკავა. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კარვების დაშლას აპროტესტებდა.