20 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
გაბრაზებულმა რომის პაპმა ქალს ხელში რამდენჯერმე ჩაარტყა - ვიდეომ ყველა რეკორდი მოხსნა

რომის პაპის ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ყველა რეკორდი მოხსნა.

ახალი წლის დადგომის შემდეგ, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე გამოვიდა, სადაც ახალ წელს ხალხს ულოცავდა, როდესაც ერთ-ერთმა ტურისტმა ქალმა ხელი დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა. პაპმა მას შემდეგ, რაც კიდური ვერ გაითავისუფლა, ქალს, მეორე ხელით ხელში რამდენჯერმე ჩაარტყა.

ყველაზე ლიბერალი პაპი ვატიკანის ისტორიაში, რომელიც სოციალურ პრობლემატიკაზე, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობაზე, მიგრანტებისა და ბავშვების პრობლემებზე მუშაობას ბევრ დროს უთმობს, ზუსტად წინა დღით საუბრობდა, რომ ქალებზე ძალადობა ღვთის გმობაა.

ინცინდენტის შემდეგ, პაპმა ინერვიულა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ისიც ადამიანია და მას იმ წამებში ადამიანური რეაქცია ჰქონდა და მისი ქმედება რეფლექსი იყო. 

დღის ამბები