30 ნოემბერი 2020,   15:56
ვრცლად
წნორში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციამ წნორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად  1993 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით  დანაშაულის  ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო.

 განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები