19 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ხულოში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხულოში.  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით კი ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევა ხულოში, სოფელ ღორჯუმში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპიორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები