ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჭიათურის კლინიკაში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო გადაყვანილი.
როგორც ექიმები "კურიერთან" ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, მათი განმარტებით, ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალიზაციიდან საათნახევარში გარდაიცვალა.