18 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას სასწრაფოს ექიმებს აკისრებს

ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ნესტან მიხელიძის ოჯახი პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აკისრებს.

ოჯახის განცხადებით, პირველ გამოძახებაზე სასწრაფომ ავადმყოფი კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში დაგვიანებით შევიდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმარტებით კი, პირველ გამოძახებაზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, გადაყვანას არ საჭიროებდა და არც მოუთხოვია. მეორე გამოძახებაზე მდგომარეობა დამძიმებული იყო და პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსით გარდაცვალება არ დასტურდება და მიმდინაროებს მოკვლევა.

დღის ამბები