18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი დღეს ბაკურიანში იმყოფება და კურორტზე შექმნილ პრობლემებს ეცნობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს მთელი დღე ბაკურიანში იმყოფება და კურორტზე არსებულ პრობლემებსა და სიახლეებს ეცნობა.

მაია ცქიტიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი დიდველზე ავიდა და ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა.

დღის ამბები