თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულების, ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძის და რომეო ფარულავას უფლებადამცველებმა, სასამართლოს პოლიციელების სამხრე კამერების ამოღებისა და დამატებით მოწმეების გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ნოდარ რუხაძემ სასამართლოს სიტყვითაც მიმართა და სასამართლო პროცესს ფარსი უწოდა.
"თითქოს ყველა ერთად შევთანხმდით ამ დარბაზში, რომ აი ამ ტყუილში უნდა ვიცხოვროთ და უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ადამიანი მანტიაში, რომელმაც იცის, რომ იტყუება. ორი ქალბატონი, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების მხრიდან, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ იტყუებიან.
ჩვენი ადვოკატები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის ტყუილი. მანდატურებმაც ზუსტად იციან, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი. დღეს ვფიქრობდი, მოვსულიყავი თუ არა საერთოდ, მაგრამ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა და ამიტომ მოვედი, თორემ ვფიქრობ, რომ დროს ვკარგავ ტყუილში,"- განაცხადა ნოდარ რუხაძემ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები 31 დეკემბერს რუსთაველზე კარვების აღების დროს დააკავეს. გიორგი შოთაძეს, რომეო ფარულავას და ნოდარ რუხაძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.