პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა განუცხადა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მისივე თქმით, დეკანოზის უფლებები საკანში სათანადოდ დაცული არ არის.