პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
საუბარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების სავარაუდო დანაშაულზე, რომლის განხილვასაც, "ლელოს" წევრების ინფორმაციით, მხოლოდ პოლიტიკური პარტიის განეიტრალების მიზანი აქვს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაგუნდელები ყურადღებას ამახვილებენ ბოლო თვენახევარში ჩატარებულ სასამართლოს 18 პროცესზე.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ 18 სასამართლო პროცესი ძალიან ბევრია და სასამართლო პროცესები ორ დღეში ერთხელ არ უნდა ინიშნებოდეს.
"ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი სტარტი, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვიტა პროცესების ფორსირებულად ჩანიშვნა და გამოვიდა, რომ 18 პროცესი გაიმართა და ყოველ მეორე დღეს იმართება სასამართლო," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი საქმის პოლიტიკურ ინტერესებს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ მოსამართლე დაინტერესებულია საქმის მალე დახურვით.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მოსამართლემ უპრეცენდენტოდ სწრაფად ჩანიშნა პროცესები რაც პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებს," - განაცხადა ანა ნაცვლიშილმა.