18 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და დავუბრუნოთ პოლიტიკური დატვირთვა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორში ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად დიპლომატიას მიიჩნევს, ერთ-ერთ ასეთ ბერკეტად კი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის განახლებასა და გააქტიურებას ასახელებს. 

"თქვენ იცით, რომ ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლის და ჩვენი ბერკეტების ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. მე არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ჩვენი ბერკეტი, რაც არსებობს მშვიდობიანი და დიპლომატიური, უნდა გამოვიყენოთ,"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს.

დღის ამბები