18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროკურატურის მოწმეები უფრო ჩვენი მოწმეები არიან" - მამუკა ხაზარაძე

"შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროკურატურის მოწმეები უფრო ჩვენი მოწმეები არიან," - ასე შეაფასა "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესი. მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო სხდომა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ფარსის ნაწილია.

"დღევანდელი სხდომაც, როგორც ყველა წინა სხდომები იყო და არის პოლიტიკური ფარსი. არაფერი ახალი ჩვენ არ გაგვიგია. განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"არანაირი დანაშაულის ნიშნები 2008 წელს მათ არ აღმოუჩენიათ. ადასტურებენ იმას, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ შექმნა ძალიან ღრმა ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში და ბანკები აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია TV - "პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები