10 სექტემბერი 2026,   11:25
ვრცლად
მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

დღეს ირაკლი ოქრუაშვილს მატროსოვის ციხეში გამოკითხავენ. საუბარია გამოძიებაზე, რომელიც მიხელ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.

"2020 წლის 12 იანვარს, "მთავარი არხის" ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით, მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,"-უთხრა მატროსოვის ციხეში შესვლის წინ ჟურნალისტებს გამომძიებელმა დავით ჩხენკელმა.

ქვეყნის მესამე პრეზიდნეტმა თქვა რომ ოც ივნისს ბიძინა ივანიშვილი "წკიპზე იყო, კიდევ ცოტაც და ხელისუფლება დაემხობოდა". საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ამ განცხადებით დასტურდება აქციისას ძალადობის ორგანიზება.

დღის ამბები