ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია. ბალღო-ჯიანში გზის ორ კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტი იგება.
პარალელურად, ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა სოფელ კუჭატანშიც. პროექტების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებსა და ადგილობრივების საჭიროებებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.