03 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - CNN

კორონავირუსის შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, დაავადება
დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან დაბრუნდა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

პაციენტის ვინაობა არ სახელდება, ის ვაშინგტონში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი აშშ-ში 15 იანვარს დაბრუნდა - ვიდრე აეროპორტებში მგზავრების შემოწმებას დაიწყებდნენ. მან სამედიცინო დაწესებულებას გრიპის მსგავსი სიმპტომებით 19 იანვარს მიმართა.

დღის ამბები