ზუგდიდში 22 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის ოჯახის წევრები, რომელიც მეზობელმა გააუპატიურა, ბრალდებულის უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. ქალზე 65 წლამდე მეზობელმა მამაკაცმა იძალადა.
ადგილზე პოლიცია დილიდან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
ფაქტი რამდენიმე თვის წინ მოხდა, რის შემდეგაც საგამოძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და დამნაშავე დაისაჯოს.
"ცოცხლად უნდა დაწვა ასეთი ადამიანი, ბავშვი ისეთი მოსიყვარულეა, რომ მსგავსი არ არსებობს,"- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.