10 სექტემბერი 2026,   12:21
ვრცლად
წლების განმავლობაში ჰქონდათ მცდელობა სხვადასხვა გუნდებად გაშლილიყვნენ, მაგრამ იდეოლოგიურად, ღირებულებებით, არსით და შინაარსით ეს ადამიანები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე

დაპირისპირება და ახალი ბრალდებები ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და იაგო ხვიჩიას შორის ღია თავდასხმების მიზეზი ისევ ფინანსური გარიგებები, 40 მილიონი და ნიკა გილაურის თემაა. ანა წითლიძე გვარამიასგან ისევ "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრის დასახელებას ითხოვს, რომელიც გილაურთან შუამავალი იყო.

გვარამიას პარტია ახალ ბრალდებას უყენებს იაგო ხვიჩიასაც და ამბობს, რომ ის კოალიციის შექმნის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" დაშლის. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირებას თვითლუსტრაციად აფასებს მმართველი გუნდი.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ცდილობდა სხვადასხვა გუნდებად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ისინი არსით და შინაარსით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

"სააკაშვილი მათთვის, რომელიც ერთ დროს კერპი იყო და დღეს ჩამქრალი კერპია და საკუთარ აჩრდილებს ებრძვის ციხეში, ამ ადამიანისგან რეალურად არაფერი აღარ დარჩა. მათ გარკვეულწილად ჩათვალეს, რომ სააკაშვილი დასრულებულია მათთვის, როგორც ლიდერი და ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ერთგვარი, რაღაცა წამყვანი, ლიდერის როლი აჩვენონ. ნიკა გვარამიაზე მეტი ნაცი ვინ არის "ნაციონალურ მოძრაობაში"? რეალურად, მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში მცდელობა, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ, სხვადასხვა გუნდებად გაშლილიყვნენ, მაგრამ იდეოლოგიურად, ღირებულებებით, არსით და შინაარსით ეს ადამიანები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" იდეის გამტარებლები", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები