18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ამკვიდრებენ პრაქტიკას, რომ თუ მთავრობას მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ, დაისჯები" - ხოშტარია

არასამთავრობოების პარალელურად, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ, სახიფათო ტენდენციებზე მიუთითებენ ოპოზიციაშიც.

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მთავრობა მიზანმიმართულად ამკვიდრებს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების კრიტიკა, ხელისუფლებისთვისვე მიუღებელი ფორმით, აუცილებლად დაისჯება. 

"გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობაა, გამოიკვეთა ძალიან საშიში, მიზანმიმართული ტენდენცია, ზოგადად, აზრის გამოხატვის შეზღუდვის. ახლა გადაწყვიტეს, რომ ასე სასამართლო პრეცედენტებით გადაწყვეტილებებით დაამკვიდრონ ის პრაქტიკა, რომ მაგალითად, შენ თუ მთავრობისთვის მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ ხელისუფლებას, შენ ამისთვის დაისჯები სასამართლოში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის გინება დასჯადია თუ არა, ამაზე მსჯელობაც კი ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა იზღუდება,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დაშინების გზით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაიაც

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და, პირველ რიგში, ახალგაზრდებს. ხელისუფლებამ თავის ბერკეტებს იყენებს სრულიად უკანონოდ იმისთვის, რომ დააშინოს თავის მოქალაქეები და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები