მიმდინარე წლის 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისთვის, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებისთვვისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.
"10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო. თუმცა მათ უნდა მიმართონ იქვე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს და ასევე არსებობს სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მიიღებენ სრულ ინფორმაციას. უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე. ასევე შშმ პირთათვის იქნება უფასო და ელელქტრომობილებისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.