ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა.
საკრებულოს შენობასთან მობილიზებული იყვნენ მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები და ადგილობრივი მოქალაქეები.
"გაბედეს" წევრები ცდილობდნენ, საკრებულოს სხდომაზე აირწინაღებითა და ლანგარზე დაწყობილი თევზით შესულიყვნენ, რითაც სურდათ ხაზი გაესვათ, თუ როგორ არ რეაგირებს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემაზე.
თუმცა მათ ამის საშუალება საკრებულოსთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
"ქალაქი თევზის სუნით ყარს. არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომაზე. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს კი მხოლოდ 1000 ლარით აჯარიმებენ. ფოთის დეპუტატი ირაკლი ხახუბია კი ერთ- ერთი ქარხნის მეპატრონეა და მილიონობით ლარის სარგებელს ხედავს,"- განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" წევრმა ბექა ნათელაშვილმა.