11 სექტემბერი 2026,   13:42
ვრცლად
საპროკუპორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება

საპროკურორო საბჭოში დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს  - დარიკო თორდიას და ვალერი კვანტალიანს მოუსმენენ.

დღესვე კიდევ ერთი კანდიდატის, ფიქრია ზირაქაშვილის მოსმენა იგეგმებოდა, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

ოპოზიცია კი პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდა, ქვეყანაში ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატურის საკითხი დადგა. 16 სავარაუდო კანდიდატიდან არჩეულად ის ჩაითვლება, ვინც უფრო მეტ ხმას მოაგროვებს. გამარჯვებულ კანდიდატი ასარჩევად პარლამენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები