21 დეკემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ავსტრალიის დედაქალაქში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიის დედაქალაქში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი კანბერის სამხრეთით, ტყის მასივს უკიდია. დამწვარია 18 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მიღებისა და ევაკუაციისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. კანბერაში ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსამდე მოიმატოს, რაც ცეცხლის კერების გამრავლებას შეუწყობს ხელს. ქვეყანაში ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვიან. სტიქიას უკვე 33 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები