11 სექტემბერი 2026,   13:45
ვრცლად
ჩავიდეს სახელმწიფოს წარმომადგენელი და მოაწყოს საჯარო განხილვები - ტყიბულის შახტების შესახებ აუდიტის დასკვნას EMC ეხმაურება

ტყიბულის შახტების შესახებ მომზადებულ აუდიტის დასკვნას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ტყიბულელებისთვის, მათ შორის შახტში მომუშავე ადამიანებისთვის, დასკვნის შინაარსი დღემდე უცნობია, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა ინტერესების უგულებელყოფაზე მიუთითებს.

EMC-ის მტკიცებით, მინდელის შახტის აუდიტის ანგარიში მზად იყო 2019 წლის იანვარში, თუმცა ის საზოგადოებას მიზანმიმართულად დაუმალეს.

"ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის თქმით, აუდიტის მიერ შახტების შესახებ მომზადებულ დასკვნაში ხარვეზებია, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა წარმოდგენილი.

"დასკვნა არის ხარვეზიანი, მაგრამ თავად დასკვნაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, მითითებაა ძალიან ბევრ ფუნდამენტურ პრობლემაზე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას შახტებში სანამ აღდგება ნახშირმოპოვებითი საქმიანობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციების შესახებ ეცნობოს ტყიბულელებს, ჩავიდეს სახელმწიფოს წარმომადგენელი და მოაწყოს ამ დასკვნის საჯარო განხილვები. სანამ აღდგება საქმიანობა შახტებში, ხელფასებით უზრუნველყოფილი იყვნენ მეშახტეები და ზოგადად სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დივერსიფიკაცია მოხდეს,"- განაცხადა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები