18 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ინფექციურში შანხაიდან ჩამოსულ ახალ პაციენტს აკვირდებიან - კორონავირუსის გამოსარიცხად ანალიზები ლუგარში გაიგზავნა

ინფექციურ საავადმყოფოში შესაძლო ​​კორონავირუსის შემთხვევის პრევენციის მიზნით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 1 პაციენტი რჩება. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში ცოტა ხნის წინ დაბალი ცხელებით მივიდა. იქამდე, პაციენტი ჩინეთში იმყოფებოდა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლისას ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა. 

როგორც "კურიერს" ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, კლინიკური დაკვირვებით პაციენტს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, პრევენციის მიზნით, მას ლუგარის ლაბორატორიაში შესაბამისი ტესტი ჩაუტარდება, ხოლო პასუხები საღამოს იქნება ცნობილი.

"ყველა ის 9 ავადმყოფი, რომელიც წინა დღეებში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, გაეწერა. ყველა მათგანს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და მთლიანად გამოირიცხა ახალი კორონავირუსის ინფექცია, მათ შორის ამ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტებით. კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც სულ ახლახან, 1 საათის წინ შემოიყვანეს, რომელიც იმყოფებოდა შანხაიში. აქვს ტემპერატურა დაბალი, 37.1.დიდი ალბათობით, კლინიკური დაკვირვებით, ამ ქალბატონს არ აქვს კორონავირუსი, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მაინც, ყველა მათგანზე სასურველი და საჭიროა ტესტირების გაკეთება,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები