დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის კონკრეტულად რომელიმე ეროვნების ადამიანების საფრთხეს არ წარმოადგენს და ის ყველას ერთნაირად შეიძლება დაემართოს. აღნიშნული განცხადება იმნაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა:
"ვირუსი არ არჩევს რასას, არ არჩევს ეროვნებას, არ არჩევს არაფერს, ყველას ერთნაირად შეიძლება დაემართოს, არ არჩევს მათ შორის პოლიტიკურ შეხედულებებსაც," - განაცხადა პაატა იმნაძემ.