დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
პროცესის დაწყებამდე კალანდიას ადვოკატი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.
საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგაშვილის განჩინებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვალდებული იყო გიორგი ჯანაშიას და გოგა ბარბაქაძის სისხლის სასამართლოს საქმეზე მიღებული განაჩენი და საქმეზე არსებული სხდომის ოქმები გადაეცა ადვოკატისათვის.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურაში პროცესის დაწყებამდე შეიტანს სარჩელს.
"პროცესის დაწყებამდე შემაქვს საჩივარი გენერალურ პროკურატურაში,სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული,დანაშაულისათვის რასაც ადგილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მხრიდან,როდესაც მან არ შეასრულა,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე,ნიკოლოზ მარსაგაშვილის განჩინება რომლის მიხედვით,მოსამართლე ვალდებული იყო მოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიას და გოგა ბარბაქაძის სისხლის სასამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი და ამ საქმეზე არსებული სხდომის ოქმები, მანამ სანამ ეს ოქმები არ მექნება ხელზე იქამდე ვერ ვაყალიბებ დაცვის მხარის სტრატეგიას,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.