ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვისთავობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მთის განვითარების მიმართულებით პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება.
ჩაქვისთავობას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ქობულეთის მუნიციპალიტეტმა წლების წინ აღადგინა. ტრადიციული დღესასწაული ადგილობრივებს და ხეობის ვიზიტორებს აერთიანებს. ჩაქვისთავი ცნობილია აგრეთვე, მტირალას ეროვნული პარკით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
ღონისძიებაზე საპატიო ჩაქვისთაველები დააჯილდოვეს, გაიმართა კონცერტი. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე ტრადიციული კერძების მასტერკლასი.