დღეს უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. თბილისის ყოფილი მერის უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა დღესვე დააკავონ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ყველა საქმე პოლიტიკური დევნის სახელით შეფუთონ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა იმუნიტეტი არ არის არავისთვის და თუ ვინმეს რაიმე სახის გადაცდომა ექნება აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.
"ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, მიუხედავად იმისა, მას აქვს, თუ არა დანაშაული ფუთავენ ისე თითქოს ეს არის პოლიტიკური დევნის საგანი. პოლიტიკა არ არის არავისთვის იმუნიტეტი, რომ იყოს გადაცდომა და ამაზე პასუხი არ მოეთხოვოთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 50 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.