11 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის საქმე - პროცესზე მისულ ბრალდებულს ბრალდების მხარე სასამართლოში არ დახვდა

მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის პროცესი დღეს გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩატარდა. რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისულ ბრალდებულს, ადვოკატს და სამოქალაქო აქტივისტებს ბრალდების მხარე სასამართლოში არ დახვდა, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ პროცესი ჩანიშნული არც ყოფილა. შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის არც მიუმართავს.

აქტივისტი დაუმორჩილებლობის მუხლით მარნეულში დააკავეს. მას ადმინისტრაციული კოდექსით ედავებიან. თავად ზიად ალიევი კი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

სასამართლო პროცესის ჩანიშვნას დღეს ადგილზე ბრალდებული, მისი ახლობლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ელოდებოდნენ. მათ "კურიერთან" მარნეულში გამართული საპროტესტო აქციებისა და მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

როგორც რაშან ზიადალიევი იხსენებს, დაახლოებით სამი დღის წინ გამართულ აქციაზე, მის წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან გარკვეულ მუქარას ჰქონდა ადგილი.

რაშან ზიადალიევი 8 თებერვალს მომხდარ დაკავებას ახალგაზრდების გააქტიურებასა და მარნეულში არსებული პოლიტიკური ვითარების გამოაშკარევებას უკავშირებს.

ადგილზე იმყოფებოდა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორიც. მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ სამართალდამცველები რაშანისა ზიადალიეისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინების მცდელობა აქვთ. 



დღის ამბები