06 სექტემბერი 2026,   04:45
ვრცლად
ძლიერი ყინვის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ძლიერი ყინვის და უგზოობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში 10-ზე მეტ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა.

ყინვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, მთავარ პრობლემად შიდა სასოფლო გზები რჩება. 

ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. სინოპტიკოსების ვარაუდით, აჭარაში დღესაც ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება სკოლებს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

დღის ამბები