18 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ქუთაისში გარდაცვლილ ორსულ ქალს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილ 5 თვის ორსულ ქალს B ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის თქმით, გარდაცვლილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში 24 სხვადასხვა ვირუსზე შემოწმდა, მათ შორის კორონავირუსზე, რაც გარდაცვლილს არ აღმოაჩნდა.

"ლაბორატორიულად B ტიპის გრიპის ვირუსი დადასტურდა, რამაც რესპირატორული დაავადება გამოიწვია. რისკჯგუფში მყოფმა პაციენტმა თავის დროზე უარი თქვა ვაქცინაციაზე, რის შემდეგაც მკურნალობა დაგვიანებული იყო,"-ამბობს გოჩა გიორგაძე

დღის ამბები