18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 დაავადდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს. მათივე განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და ოფიციალური სტატისტიკა უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 65 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 5 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.

კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ზომებს მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები.

ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად იაპონია 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები