27 აპრილი 2024,   00:02
ვრცლად
"გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს"- ომბუდსმენი მარნეულის ინციდენტზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.
ლომჯარიას თქმით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა. 

"გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ პირი, რომელმაც არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცა, დაკავებულია.

დღის ამბები