18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ზუგდიდში "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გზების რეაბილიტაციის გაჭიანურებაზე საუბრობს

ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში პარტია "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა და გზების რეაბილიტაციის გაჭიანურებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თბილისი-ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წელია, მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

"ეს არის ფედერალური  მნიშვნელობის გზა, აქ მოძრაობენ ტურისტები, რომლებიც მიდიან მესტიაში, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ ადარდებს და პრობლემა რჩება ღიად. მოსახლეობა ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ შეშინებულია. უსასრულოდ გაწელილი ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, კორუფციის წყაროა," - თქვა ახვლედიანმა.

დღის ამბები