ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიგა აბრალავას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მას ბრალი გუშინ წარუდგინეს. მეუღლის განზრახ მკვლელობის გარდა გამოძიება 28 წლის მამაკაცს, შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობასაც ედავება.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. მკვლელობა სამტრედიაში, მომსახურების საგენტოში განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მოხდა.
გიგა აბრალავას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.