19 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი ცხინვალშია გადაყვანილი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.

17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის ტყეში შეშას აგროვებდა.

ბავშვის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

დღის ამბები