18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, ოჯახი კვლავ სამართალს ითხოვს. ისინი თანამოაზრეებთან ერთად სოფელ ხელთუბანში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციის გამართვას გორის პროკურატურასთან გეგმავენ.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასჯელს უკვე იხდის 1 პირი, ოჯახი აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის და მკვლელები სოფელში თავისუფლად ცხოვრობენ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და პროკურატურისგან საქმის გაგრძელებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.